რუსეთი, როგორც თეთრი სახლის ინსტრუმენტი ჩინეთის დასუსტების გზაზე, ოღონდ რის სანაცვლოდ? – კრემლი სულ მცირე უკრაინას, მოლდოვას და ბელარუსს მოითხოვს
საფრანგეთის და რუსეთის შერიგება, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან აახლოვებს. გერმანია კი, ახალ სტრატეგიულ-ტექტონიკურ ტენდენციებს ვერ ეწევა, რაც მას პრაქტიკულად მიწას აცლის.
ამის შესახებ გამოცემა Neue Zürcher Zeitung -ს ვინჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლონდონის სამეფო კოლეჯის მთავარმა მეცნიერმა მაქსიმილიან ტერხალემ უთხრა.
მისი თქმით, G7-ის სამიტის დასრულების შემდეგ, მაკრონი სიტყვით გამოვიდა, რომლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ საფრანგეთს რუსეთთან დაახლოების სურვილი აქვს და რომ პუტინს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.
“სტრატეგიული თვალსაზრისით საფრანგეთის და რუსეთის დაახლოება ტრამპის და მაკრონის ერთობას ნიშნავს. ისინი თანხმდებიან იმაში, რომ პუტინი ორ ზესახელმწიფოს აშშ-ს და ჩინეთს შორის, გაცილებით სუსტია, შესაბამისად, საჭიროა ჩინეთის შესასუსტებლად მისი განწყობის მოპოვება”, – აღნიშნავს მაქსიმილიან ტერხალე.
მისი აზრით, “გერმანიის მთავრობა წინდაუხედავად იყენებდა ტრამპს როგორც მოწინააღმდეგეს შიდაპოლიტიკურ საქმეებში, მაგრამ მას როგორც ძლიერ მოკავშირეს არ განიხილავდა. გერმანია დღემდე ვერც იმას აცნობიერებს, რომ ჩინეთი შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორი იყოს. ამიტომ, დღევანდელი სტრატეგიულ-ტექტონიკური ტენდენციები გერმანიას პრაქტიკულად მიწას აცლის”.
“მოხერხდება თუ არა რუსეთის ჩინეთისგან ჩამოშორება უცნობია. პუტინში ბევრად მეტია აზიურია, ვიდრე ეს დასავლელ რომანტიკოსებს ჰგონიათ. თუ დასავლური ხრიკი იმუშავებს, რუსეთი დიდ საფასურს მოითხოვს, რადგან მისი ამბიციები არ შემცირებულა. მაგრამ, როგორი ევროპა სურს პუტინს, როგორი იქნება შეთანხმებები და რამდენად სანდო იქნება ისინი? როგორც მინიმუმი მას უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი სჭირდება. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ ევროპას სამხედრო დაზღვევა დასჭირდება, მათ შორის ბირთვული ხასიათის. მეორე მხარე ის არის, რომ რუსეთი ევროპაში ახალ შესაძლებლობებს მოიპოვებს. რუსეთისთვის გაკეთებული სტრატეგიული წინადადებით მაკრონმა ევროპის პოლიტიკაში გერმანიის კანცლერის ეპოქა დაასრულა. მომდევნო ეპოქისთვის, სადაც ჩინეთის მოჭარბებული ძალაუფლების შემცირება გახდება საჭირო, გერმანელები მზად არ არიან”, – წერს ტერხალე.