ბაჩანა შენგელია გახარია-ბატიაშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრების ამოღებას ითხოვს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ყოფილ შს მინისტრის გიორგი გახარიას დაკითხვას ითხოვს და პროკურატურას შეწყვეტილი ძიების გაგრძელებისთვის მიმართავს.
ბაჩანა შენგელიას განცხადებით, უახლოებს თვეებში სიმართლის დასადგენად სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს, რაც დამოკიდებული იქნება პროკურატურის საქმიანობაზე.
“დაიკითხოს გიორგი გახარია, ჩატარდეს ექსპერტიზა და ამოღებული იქნას გიორგი გახარიასა და მიხეილ ბატიაშვილს შორის სატელეფონო საუბრები, რომლებიც დაამტკიცებს, რომ გიორგი გახარიას დავალებით მოხდა ამ ყველაფრის განხორციელება… პროკურატურის საქმიანობის მიხედვით, უახლოეს თვეებში ვაპირებ მივმართო სტრასბურგის სასამართლოს, რომ მივაღწიო სიმართლეს”,- აცხადებს ბაჩანა შენგელია.