ადვოკატ ნაირა ოტიაშვილისადმი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილზე, ასევე მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას, რასთან დაკავშირებითაც დაკავებულებმა ცრუ ჩვენება მისცეს.

გამოძიება 73-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით გულისხმობს.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები