ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ადვოკატს, რომელიც გუშინ დედა-შვილთან ერთად დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა 73-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცრუ დასმენას, ანგარებით ან პირადი მოტივით გულისხმობს.

საქმე ეხება ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას. ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა დაადასტურა ბრალდებულების მიერ გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა, რა დროსაც ბრალდებულებმა მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს.

აღნიშნულ საქმეზე ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს, მისი ერთ-ერთი უფლებადამცველის დიანა გვიშიანის თქმით, ბრალის წარგენის უფლება სასამართლოს არ ჰქონდა, ვინაიდან ოტიაშვილი ამ საქმეზე ირიბი მოწმე იყო.

ასევე, აბსურდულს და გაუგებარს უწოდებენ აღნიშნულ ბრალს სხვა ადვოკატებიც. ონისე მარგიანი აცხადებს, რომ განჩინება დაკავების შესახებ და ბრალის წარდგენაც უსაფუძვლოა.

“დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის განმარტებული კერძოდ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი უნდა არსებობდეს, რაც არ არსებობს და ბრალი ისეთივე უსაფუძვლოა, როგორიც იყო განჩინება დაკავების შესახებ”, – აცხადებს ონისე მარგიანი.

ხოლო, ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ გამოძიებასთან კითხვები თავად ნაირა ოტიაშვილს აქვს.

“დანაშული მხილებას არც ერთი ადამიანის მიმართ ადგილი არ ჰქონია, კითხვის ნიშნები თვითონ ნაირას აქვს”, – ლაშა ცუცქირიზე

აღსანიშნავია, რომ ნაირა ოტიაშვილი თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის უფლებადამცველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები