“გირჩის” 7 წევრი კანაფის ფესტივალის გამო, პოლიციაში დაიბარეს

“გირჩის“ წევრები დღეს, პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 2018 წლის 20 ოქტომბერს გამართულ კანაფის ფესტივალს ეხება. უწყების ცნობით, “გირჩის“ 7 წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.

პოლიციის შენობასთან “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც იმყოფება, თუმცა ის სამმართველოში დაბარებულთა სიაში არ არის. მისი განცხადებით, ამ ფესტივალის ორგანიზატორი თავად იყო და გამოძიებას თუ ვინმე უნდა აინტერესებდეს, ეს სწორედ თავადაა.

“მე ვიყავი მთავარი ორგანიზატორი ამ ფესტივალის. მე ჩავიდინე, თუკი ვინმემ ჩაიდინა ყველაზე დიდი დანაშაული ფორმალურად. ბარიგობის მუხლით მე უნდა ვიყო წესით დაბარებული, მაგრამ არავის დავუბარებივარ. გუშინ, მე გავაპროტესტე ტაქსებთან დაკავშირებით მერიის რეგულაცია, ეტყობა ეს მათ მწარედ მოხვდათ. მგონია, ეს არის დაშინების მცდელობა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები