რას წერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მოკლული ქართველის შესახებ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ კიევთან სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქის შოთა ჭიჭიაშვილის მკვლელობის საკითხს გამოეხმაურა.
“კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე”,- დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილმა რამდენიმე დღის წინ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.
პოლიციამ ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელს მიაგნო და მას დანებება მოსთხოვა, თუმცა საპასუხოდ მან ცეცხლი გახსნა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, მოკლულს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალად კრიმინალური “ბანდის” შექმნაში, ადამიანების გატაცებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობაში ადანაშაულებდნენ.
საქმეზე გამოძიება დაიწყო.