საქართველოს მოქალაქე უკრაინაში პოლიციას არ დანებდა და მოკლეს
უკრაინელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს კიევთან ახლოს საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
ქვეყნის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე დღის წინ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.
პოლიციამ ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელს მიაგნო და მას დანებება მოსთხოვა, თუმცა საპასუხოდ მან ცეცხლი გახსნა. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, აცხადებენ, მოკლული სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალად კრიმინალური “ბანდის” შექმნაში, ადამიანების გატაცებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობაში ადანაშაულებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.