“ფორმულას” დირექტორი პროკურატურაში მივიდა: საქმე თითიდან გამოწოვილია და ეჭვებს ბადებს

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბერიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მისთვის გაუგებარია პროკურატურაში დაბარების მიზეზი და ამ საქმის საეჭვო გარემოებებზე გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრობს.

მისი თქმით, საეჭვოა, რომ მაუწყებლობის დაწყების დღესვე დაუკავშირდა მას გამომძიებელი.

“აბსურდული და გაუგებარია, ამხელა რესურსი რატომ იხარჯება ამ ქეისზე, საქმე თითიდან გამოწოვილია, გაუგებარია რატომ არის საინტერესო. ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ ფორმულამ გუშინ დაიწყო მაუწყებლობა და იმ დღესვე განხორციელდა ზარი გამომძიებლისგან, ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ფორმულა დაიწყებს მაუწყებლობას და 5 ოქტომბერს დაიწყება საინფორმაციო გამოშვება. შევეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რაც დღეს აქვს მედიაბაზარს, ყველა ის გამოწვევა, რაც უკავშირდება მედია პლურალიზმს, ჩვენ დავდებთ ერთ აგურს ამ საქმეში”, – აცხადებს ზურაბ გუმბერიძე.

გუმბერიძე კომპანია ინტერმედიას დამფუძნებელიცაა, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს რუსთავი 2-ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ,,ინტერმედია პლუსის” მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესასწავლად, რომელზეც ბრალი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და ასევე „ინტერმედია +“-ის ხელმძღვანელს აქვთ წაყენებული. სავარაუდოდ, ზურაბ გუმბერიძეც ამ საქმეზე დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები