ქუთაისის ციხის დირექტორი, სადაც პატიმარმა თავი მოიკლა, თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობა გახდა, რომელიც ძმის მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

მინისტრის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, შესაძლებელი იყო თუ არა თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომელზე.

„საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები