ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა საკანში სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო
ზუგდიდში ძმის მკვლეობაში ბრალდებულმა გ.წ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში სიცოცხლე სავარაუდოდ, სუიციდით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ქუთაისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჩამომხრჩვალი დღეს, 12 საათზე იპოვეს.
“კვირა” მომხდარის შესახებ დამატებით დელატებს ადგილზე არკვევს.
შეგახსენებთ, სოფელ ჯუმში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გ.წ.-ს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.