თბილისში, “თერგის ბაზრობაზე” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
​ამდროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს​. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ ​შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ,,თერგის ბაზრობის” ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა.
​მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
უსაფრთხოების მიზნით მიღებულია ყველა საჭირო ზომა. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.
​გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
​ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები