საქართველოში აშშ-ს საელჩო: დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს”, – წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩო.
