„ავტოპარკი არ განახლებულა მძღოლები დაბალი კვალიფიკაციის არიან, ისევ არ არის ტაქსი უსაფრთხო“- ვასო ურუშაძე ტაქსების რეფორმაზე
ის რეგულაციები, რომელიც თბილისის მერიამ დააწესა არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ამ სფეროში იყო , – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტაქსების რეფორმის შეფასებისას განაცხადა.
ურუშაძის თქმით, ტაქსებზე თეთრი ფერის მოთხოვნა არაფერს ცვლის.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერიის ამ ორწლიანმა მცდელობამ რომ გაეტარებინა ე.წ. ტაქსების რეფორმა, შედეგი არ გამოიღო. ის რეგულაციები, რომელიც თბილისის მერიამ დააწესა, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ამ სფეროში იყო. მთავარი ამოცანა იყო ქვეყანაში ტაქსის სერვისი გაუმჯობესებულიყო . ყველა ვაღიარებთ, რომ ძალიან დაბალი დონის სერვისია როგორც უსაფრთხოების კომპონენტში, ასევე ეკოლოგიის, კომფორტის და ა.შ. საჭიროა ამ სერვისის გაუმჯობესება. თბილისის მერიამ ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები და წასულიყო იმ გზით, რითაც მოხდებოდა ამ სფეროს განვითარება, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და სექტორის გაჯანსაღება, აირჩია რეგულაციების გზა, რომელიც საერთოდ გაუგებარია. ერთი ეტაპი იყო უბრალოდ აღირცხვა ინდივიდუალური ტაქსის მძღოლების და დამატებითი გადასახადის დაწესება. მეორე ეტაპი იყო თეთრი ფერის მოთხოვნა, რაც რეალურად არაფერს ცვლის. დღეს ავტოპარკი არ განახლებულა ისევ იგივე მანქანები მოძრაობს, ტექნიკურად გაუმართავი, მძღოლები დაბალი კვალიფიკაციის არიან, ისევ არ არის ტაქსი უსაფრთხო, ისევ ბოლავს მათი ავტომობილები, ისევ არ არის კომფორტი, უბრალოდ ტაქსების რაღაც ნაწილია თეთრი ფერის, რაღაც ნაწილი დარჩენილია რეფორმის მიღმა, რეალური შედეგი, რაც მივიღეეთ არის ის,რ ომ ამ ტურბულენტურმა გარემომ, რომელიც დღეს შეიქმნა ბაზარზე, გამოიწვია ფასების ზრდა. დღეს ძალიან მცირეა იმ ტაქსების რაოდენობა რომელიც ქუჩაში გადაადგილდება , ე.წ. A კატეგორიის ტაქსი. მოიმატა მოთხოვნამ გამოძახებით ტაქსებზე, ანუ B კატეგორიაზე . ნებისმიერი პროგრამა რომელიც უზრუნველყოფს მგზავრის დაკავშირებას ტაქსთან, პირდაპირპროპორციულად ზრდის ტარიფს, როცა მოთხოვნა იზრდება . დღეს ისევ მომხმარებელი დაზარალდა , რადგან უფრო მეტის გადახდა უწევს , ვიდრე უწევდა გუშინ და სერვისი იქნება იგივე“- გაანცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, შეუძლებელია აღნიშნულის ფერო ინვესტიციების აგრეშე განვითარდეს.
„არსებობდა გამოსავალი და ეს გამოსავალი შევთავაზეთ თბილისის მერიას : შეუძლებელია ტაქსის სერვისი და ეს სფერო განვითარდეს ინვესტიციების გარეშე . ინდივიდუალური , ფიზიკური პირები, რომლებსაც ბანკებიც კი არ აღიარებენ, რომ დასაქმებულები არიან, ანუ ბანკშიც კი ვერ მივლენ და თავიანთ ავტომობილს ვერ განაახლებენ, სესხს ვერ აიღებენ. შეუძლებელია მათ ამ პირობებში მოახდინონ თვითინვესტირება . ერთადერთი გზაა ამ სფეროში ინვეტიციების მოზიდვა და ტაქსოკომპანიების განვითარება , რომლებიც ახალ ავტომობილებს შემოიყვანენ, მძღოლებს გადაამზადებენ, ინვესტიციას ჩადებენ“- განაცხადა ურუშაძემ.
ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ უკვე გაიარა კატეგორიზაცია. მისი თქმით, კატეგორიზაცია მინიჭებული ტაქსების 24% ა – კატეგორიაშია, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ტაქსების მიმართულებით რეფორმა ამით არ სრულდება. მისივე თქმით, შემდგომი ეტაპი იქნება ის, რომელიც საბოლოო ჯამში, ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
დღეიდან სავალდებულოა, რომ თბილისში ყველა ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსის მანქანა თეთრი ფერის და მარცხენასაჭიანი იყოს. B კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში, ფერზე შეზღუდვა არ არის, ხოლო მარჯვენა საჭეზე შეზღუდვა 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
არსებობს 2 კატეგორია – A კატეგორია, რომელიც იმ ტაქსს მიენიჭება, რომელიც ყველა დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს და B კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია ყოველგვარი ტრაფარეტის გარეშე გამოძახებებზე იმუშაოს.
თამუნა შეყილაძე