ჰონგ-კონგში აქციის მონაწილეებმა მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, დაშავდნენ ჟურნალისტებიც – პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა(ფოტო)

ჰონგ-კონგის პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლები მას შემდეგ განახორციელა, რაც აქციის მონაწილეებმა დაუდგენელი ნივთიერება გამოიყენეს, რომლის შედეგადაც სამართალდამცველები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
ამჟამად ქალაქში არასანქცირებული დემონსტრაცია მიმდინარეობს.
გაზეთი South China Morning Post პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასროლა ერთ-ერთ საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა, სადაც დაშავებულები არიან მოთავსებულები.
პოლიციის ინფორმაციით, გამოყენებული ნივთიერების შედეგად პოლიციელებმა და ჟურნალისტებმა დამწვრობები მიიღეს.
ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები ივნისიდან მიმდინარეობს. მოსახლეობა ექსტრადაციის შესახებ კანონის განხილვას აპროტესტებს.
დღევანდელი აქცია სანქცირებული არ ყოფილა, თუმცა დემონსტრანტები ქუჩებში მაინც გავიდნენ. ისინი ლოზუნგებს სკანდირებენ, არბევენ შუქნიშნებს და საგზაო ნიშნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები