კარალეთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

5 ოქტომბერს, კარალეთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების, დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ფართო პროფილის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას შემდეგი კლინიკები მიიღებენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება.

მისამართი: სოფელი კარალეთი, N1 საჯარო სკოლის შენობა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები