თურქეთში “საჰაერო პოლიცია” გამოჩნდება
თურქეთის ავიაკომპანიებს რეისებზე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლების აყვანა დაევალათ, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.
თურქეთის შსს-ს შესაბამისი განკარგულება სამართლის ოფიციალურ პორტალზე გამოჩნდა.
Resmi Gazete წერს, რომ პოლიციელების მოვალეობაში თვითმფრინავების გატაცების მცდელობის არიდება და საჰაერო ხომალდების ბორტზე სხვა ინციდენტებზე რეაგირება იქნება.
განკარგულების თანახმად, ყოველ ავიარეისზე სულ მცირე ორი პოლიციელი უნდა იყოს, ისინი მგზავრებთან ერთად ისხდებიან და ნებისმიერი სახის ინციდენტში ჩაერევიან.
საჰაერო პოლიციაში აიყვანენ პირებს, რომლებსაც სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობის 5 წლიანი სტაჟი აქვთ. ისინი დამატებით კურსებს გაივლიან სამოქალაქო ავიაციის ტერმინოლოგიაში, ტყვეების განთავისუფლების მოლაპარაკების გამართვის კუთხით.
შესრულებულ რეისებთან დაკავშირებით პოლიციელებმა ანგარიში უნდა მოამზადონ. ისინი ეკიპაჟის წევრებს არ დაექვემდებარებიან, თუმცა მათთვის პოლიციელების ვინაობა ცნობილი იქნება.
ავიაკომპანია ვალდებული იქნება საჰაერო პოლიციის თანამშრომლებს ბილეთები გამოუყონ