ავღანეთში თალიბების თავდასხმას, სულ მცირე, 11 ძალოვანი ემსხვერპლა
ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ძალოვანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tvnews.af ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმა ბალხის პროვინციაში მოხდა. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მებრძოლები პოლიციის შტაბს დაესხნენ თავს, თუმცა მისი კონტროლის ქვეშ აყვანა ვერ შეძლეს.
“თალიბანის” წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად შორტეპის რაიონი დაიკავეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმაციას უარყოფს.
ავღანეთში 28 სექტემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, კენჭისყრა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ,,თალიბანში” აცხადებდნენ, რომ ხმის მიცემის პროცესს ჩაშლიდნენ.