ნათია თურნავა: ტყიბულელ მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ, ვიმედოვნებ დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ტყიბულში პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა მოიხსნა, მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ. მან იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დარჩენილი დაპირებებიც დროულად შესრულდება.
„ტყიბულში პირადად ვარ კომუნიკაციაში როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული. ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა – მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა. იმედი მაქვს და ამას კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან. ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში მხარში დავუდგებით,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები