რუსეთი სტამბოლში დღეს ,,ყირიმის ფორუმს” გამართავს – უკრაინაში პროვოკაციაზე საუბრობენ

რუსეთი სტამბოლში პირველ ოქტომბერს ,,თურქეთ-ყირიმის ეკონომიკურ ფორუმს” გამართავს, რომელზეც ანექსირებული ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიად იქნება წარმოდგენილი.
ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
,,რუსი ოკუპანტის მორიგი მცდელობაა, რომ ადგილობრივ მარგინალებთან ,,ყირიმის” ღონისძიებები ჩაატაროს სახელწოდებით ,,ეკონომიკური ფორუმი” შეფარული მორიგი პროვოკაციაა, რაც უკრაინის, ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს”,-დაწერა ელჩმა.
უკრაინის ელჩი მოუწოდებს თურქ ბიზნესმენებს ყურადღებით იყვნენ და ფორუმში მონაწილეობა არ მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები