კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, გარდაიცვალა

კაცმა, რომელმაც კახეთში, თელავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი ცოლი მოკლა, გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს ექიმი ადასტურებს.
გარდაცვლილმა 2019 წლის 23 სექტემბერს 50 წლამდე ქალი, ყოფილი ცოლი, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა, რის შემდეგაც, არსებული ინფორმაციით, თვითდაზიანებები მიიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები