ერევანში დღეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომა გაიმართება – სომხეთში პუტინსაც ელოდებიან

სომხეთში დღეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საბჭოს უმაღლესი სხდომა გაიმართება.

ერევანში უკვე იმყოფება 8 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის მოლდოვეთის პრეზიდენტი იგორ დოდონი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი, ბელრუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ყაზახეთის პირველი პირი ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი.

გარდა ამისა, სომხეთის დედაქალაქში ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანიც იმყოფება, რომელმაც ჩაფრენამდე განაცხადა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონა 27 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, დილის საათებში ერევანში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საფრანგეთიდან ჩავა.

13:00 საათზე დაიწყება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების დახურული შეხვედრა, მანამდე კი ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის რუსეთის პირველ პირთანაც.

სომხეთში სინგაპურის პრეზიდენტიც იმყოფება, რომელთანაც დღეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელი.

მოსალოდნელია სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მწვავე თემა, სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხი იყოს.

მანამდე სომხეთის და რუსეთის ვიცე-პრემიერებმა, დააფიქსირეს მოსაზრება, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ტვირთის გადაზიდვის წესები ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებია რუსეთი, ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები