2019 წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ოთხი პროცენტით მეტია

2019 წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ოთხი პროცენტით მეტია, ხოლო ბოლო სამი თვის მონაცემებით, შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23 პროცენტით გადააჭარბა. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სტატისტიკას აქვეყნებს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 36 138 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა სხვადასხვა ასაკის 34 691 მოქალაქე.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველო, შობადობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიდერ ქვეყნებს შორის არ არის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად და საგრძნობლად უსწრებს გარდაცვლილთა რიცხვს.

კერძოდ, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 36 138 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა სხვადასხვა ასაკის 34 691 მოქალაქე.

შესაბამისად, წელს შობადობა გარდაცვალებასთან შედარებით ოთხი პროცენტით მეტია, ხოლო ბოლო სამი თვის მონაცემებით (პირველი ივლისიდან პირველ ოქტომბრამდე), შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23 პროცენტით გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სიკვდილიანობამ დაბადების მაჩვენებელს გადააჭარბა“, – აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები