ვაკეში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის ამ დრომდე არის მართვით სუნთქვაზე, ხოლო მეორე მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მისი მდგომარეობა რჩება საყურადღებო, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევას, ჯერჯერობით მართვით სუნთქვაზეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება სხეულის სხვადასხვა არეში, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის საყურადღებო და სტაბილური, რაიმე სახის ოპერაციული ჩარევა დაგეგმილი ამ ეტაპზე არ არის”, – აცხადებს დაჭრილის ექიმი.

მეორე დაჭრილის, გივი ცინცაძის ექიმის ინფორმაციით, მას სავარაუდოდ დღეს გაწერენ საავადმყოფოდან, მას აღენიშნება ტვინის შერყევა და დაჭრილი არის ფეხის არეში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები