ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.
კატეგორიზაცია მინიჭებული ტაქსების 24% ა – კატეგორიაშია, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში ყოველგვარი გადასახადის გარეშე უფასო პარკინგით ისარგებლონ. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ, ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განათავსონ.

მათგან გასხვავებით, B კატეგორიის ტაქსის მძღოლები მხოლოდ კომპანიებს მოემსახურებიან და გამოძახებით იმუშავებენ.

მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდება.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლება აქვთ, 2021 წლის პირველ იანვრამდე B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები