მარტვილის ბაღში მოწამლული ბავშვების მდგომარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საავადმყოფოში მოინახულა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო.

მარტვილის № 2 საბავშვო ბაღში 20 აღსაზრდელი მოიწამლა, ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვების ნაწილი სახლში გაწერეს, 16 მათგანი კი დაკვირვების მიზნით სტაციონარში იმყოფება.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, დროულად მოხდება ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მასზე რეაგირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბაგა-ბაღში ინსპექტირებას ატარებენ, უკვე აიღეს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვისაც.

მარტვილში ბაღის აღსაზრდელების მოწამვლასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები