მაია ცქიტიშვილი: რიკოთის გზის მშენებლობა არათუ არ შეგვიჩერებია აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო გზის ასაშენებლად კონტრაქტორი კომპანიები შერჩეულია, – ამის შესახებ ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკის“ეთერში განაცხადა.

„რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროცესი არათუ არ შეგვიჩერებია, არამედ უკვე გვყავს კონტრაქტორები შერჩეული, ორ მონაკვეთზე კონტარქტორები გამოვლენილი გვყავდა შარშან წლის ბოლოს და წელს ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ ყველა ადამინაი ვინც მგზავრობს ამ გზით, თვითონ თვალნათლივ ხედავს მიმდინარე სამუშაოებს, ეს პროექტი ნამდვილად არ არის შეჩერებული და მიმდინარეობს საკმაოდ კარგი ტემპით. რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთები ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება.

ისევე როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, როდესაც ვსაუბრობთ ქვეშეთი-კობზე, ეს არ არის სიახლე, ქვეშეთი-კობი არის ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილი, ეს არის მონაკვეთები ლარსიდან წითელ ხიდამდე და აგლეთამდე. შესაბამისად როგორც ჩვენი ქვეყნის ხერხემალი, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ასევე ეს მაგისტრალი უნდა იქნეს განვითარებული. ქვეშეთი-კობი არის მხოლოდ ერთი მონაკევთი ამ პროექტის, უკვე გვყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები და ამ მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება მომდევნო წელს.

ამა თუ იმ მონაკვეთის მშენებლობის დაწყება არანაირად არ ნიშნავს მეორე მონაკვეთის შეჩერებას, პირიქით ბევრად უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ ვიდრე წლიდან წლამდე. ქვეშეთი-კობის პროექტის დასრულებას უკვე 2023 წლისთვის ვვარაუდობთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები