გიორგი კახიანი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე – „მისასალმებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული სიტუაციის დასტაბილურებას”

„მისასალმებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სიტუაციის დასტაბილურებას,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, განცხადება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ფრენები აღდგეს, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე რუსეთის ხელისუფლებამ ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღო, ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები