ბრიტანეთის პრემიერის ირგვლივ სექსუალური სკანდალი აგორდა

ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ირგვლივ სექსუალური სკანდალი აგორდა.

გაზეთ Sunday Times -ში ჟურნალისტის შარლოტ ედვარდის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ჟურნალისტი იხსენებს, რომ 20 წლის წინ, 1999 წელს, ჯონსონმა სადილის დროს მას ბარძაყზე უჩქმიტა. მისი თქმით, შემთხვევა ჟურნალ Spectator-ში მოხდა, რომლის ხელმძღვანელი მაშინ ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერი იყო.

გარდა ამისა, ედვარდსის მტკიცებით, ჯონსონმა იქვე მეორე მხარეს მჯდომ კოლეგასაც უჩქმიტა.

პრემიერის ოფისში ამბავს სიცრუე უწოდეს, კითხვაზე უარყოფითად თავად ჯონსონმაც უპასუხა.

პრემიერს მინისტრებიც გამოესარჩლნენ, თუმცა ოპოზიციას მოსალოდნელი რეაქცია ჰქონდა, რამაც ინციდენტის გამო შეშფოთება გამოთქვა.

“რატომ აქვთ ჩვევად გავლენის მქონე მამაკაცებს ქალების დევნა? ბორის ჯონსონმა სერიოზულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს”,- დაწერა Twitter-ის გვერდზე ერთ-ერთმა დეპუტატმა.

თავად ედვარდსმა ერთ-ერთ ინტერვიუში დღეს განაცხადა, რომ “თუ პრემიერ-მინისტრს შემთხვევა არ ახსოვს, მე ნამდვილად მასზე უკეთესი მეხსიერება მაქვს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები