მიხეილ ბატიაშვილი: რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში არსებული საკითხი მოგვარდება

რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში არსებული საკითხის მოგვარებაში სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი საერთო ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღებაა.

„ჩვენი სამინისტრო ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული და ამაში იგულისხმება როგორც მანდატურის სამსახური, ასევე ფსიქოლოგები. ვიცით, რომ სამუშაოა. სამინისტროს მხრიდან ჩართულობა ეს დღეს არ დაწყებულა, როგორც აქამდე ხორციელდებოდა, ეს ასევე უნდა განხორციელდეს. აქ საუბარია ბავშვებზე, საერთო ინტერესებზე და უნდა მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება ყველაზე სწორი. თუ საჭირო გახდა, ჩავალ. ჩვენი სამინსიტროს თანამშრომლები ჩასული არიან. ჩვენთვის ჩასვლა-არჩასვლა არ არის მთავარი, მთავარია ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. მუშაობენ იქ ადამიანები, ძალიან ღრმად ვართ გარკვეული ამ საკითხში. გარწმუნებთ, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, არა განზოგადებით და გპირდებით, ეს საკითხი მოგვარდება“, – განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.

რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში დღეს ხმაური იყო. მოსწავლეების მშობლები იმ მე-6 კლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მშობლები მოსწავლის სკოლიდან გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, მე-6 კლასელი მოსწავლე საფრთხეს წარმოადგენს და შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ.

რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განცხადებით, გოგონამ მას ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები