კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ საზეიმოდ დაიხურა

29 სექტემბერს, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის მუსიკოსებს იტალიიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან მასპინძლობდა. მონაწილეთა შორის იყვნენ: გიორგი გილიგაშვილი, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, სიცილიური გიტარის დუეტი BLANCO SINACORI; გერმანული საქსაფონის კვარტეტი XENON; კაუნასის მუსიკის უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი VMU.

ფესტივალი თბილისის დრამ სქულის “მოსიარულე დრამერებმა” მუსიკალური შოუ-პერფორმანსით საზეიმოდ გახსნა. ხოლო ფესტივალის დახურვაზე მსმენელს სასიამოვნო განწყობა ზვიად ბოლქვაძემ და სოფო ბათილაშვილმა შეუქმნეს.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, გერმანიისა და იტალიის საელჩოების მხარდაჭერით განხორციელდა. ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – მუსიკოსი შიო აბრახამია, ფესტივალის დირექტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნა და 29 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები