საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე 36 მილიონი დაიხარჯება

2020 წელს სამელიორაციო- საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 36 მლნ-ს დახარჯვა იგეგმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2012 წლისთვის, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობი, დაახლოებით, 50 ათას ჰექტრამდე იყო, დღეისათვის კი 120 ათას ჰექტარზე მეტია. დავითაშვილის განცხადებით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია სწორი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და 36 მილიონი ლარი იქნება მნიშვნელოვანი თანხა საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა – რეაბილიტაციისათვის.
„ჩვენ მოსახლეობას წყალს ვაძლევთ უფრო იაფად, ვიდრე რეალურად მისი ღირებულებაა. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და 2020 წლისთვის ვინარჩუნებთ საირიგაციო ინფრასტრუქტურის მომსახურების დაფინანსებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები