ლევან დავითაშვილი: სურსათის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა გაუმჯობესდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სახელფასო პოლიტიკა გაუმჯობესდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ხელფასები გაეზრდებათ რეინჯერებს – ადამიანებს, რომლებსაც საველე პირობებში საკმაოდ სახიფათო სამუშაოების შესრულება უწევთ. ეს არის ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკით განსაზღვრული დღის წესრიგის ნაწილი. ამ მიმართულებით შენარჩუნებული იქნება სამსახურების შესაძლებლობების განვითარება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები