იუსტიციის საბჭოში საერთო სასამართლოებში უვადო მოსამართლეობის მსურველ 18 კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
სულ მსურველი 37 მოსამართლეა, თუმცა დღეს გასაუბრებას 18 მათგანი გაივლის. საუბარია ისეთ მოსამართლეებზე, რომელებიც თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან გამწესებული და აქვთ სამ წელზე მეტი სამოსამართლო გამოცდილება.
იუსტიციის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, თუ მოსამართლე გასაუბრებაზე 2/3 რაოდენობის ხმის მოგროვებას შეძლებს, ის უვადოდ გამწესდება.
„საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თუ მოსამართლეს აქვს სამ წელზე მეტი გამოცდილება, ის აღარ უნდა ინიშნებოდეს სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით და იუსტიციის საბჭოს საშუალება აქვს, შეაფასოს მისი გამოცდილება და ასეთი მოსამართლეების პირდაპირ უვადოდ გამწესება უნდა მოხდეს. პროცედურულად დადგენილია, რომ თითოეულმა ასეთმა მოსამართლემ გასაუბრება გაიაროს. სწორედ ამ გასაუბრებაზეა საუბარი. ამის შემდგომ ქულათა სისტემით შეფასება მოხდება და შემდგომ კენჭისყრა. 2/3 რაოდენობის ხმის მოგროვების შემთხვევაში მოსამართლე უვადოდ გამწესდება“, – განმარტა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები