არჩილ თალაკვაძე: 2020 წლის ბიუჯეტი იქნება მოქალაქეზე ორიენტირებული

2020 წლის ბიუჯეტი იქნება მოქალაქეზე ორიენტირებული და მასში სოციალური პასუხისმგებლობისა და ეკონომიკური განვითარების ამოცანები აისახება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ასახულია რეგიონების განვითარების და თვითმმართველობების საჭიროებები, განათლება, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურული განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

„2020 წლის ბიუჯეტი იქნება მოქალაქეზე ორიენტირებული და მასში სოციალური პასუხისმგებლობისა და ეკონომიკური განვითარების ამოცანები აისახება. 2020 წლის ბიუჯეტით პენსიონერებს ეზრდებათ პენსიები, იზრდება 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირების პენსია, იზრდება მასწავლებლების და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ანაზღაურება, ასევე, მოიმატებს სოფლის ექიმების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, პოლიციელების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირების ანაზღაურება.

2020 წლის ბიუჯეტში ასახულია რეგიონების განვითარების და თვითმმართველობების საჭიროებები, განათლება, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურული განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთად ვიმუშავეთ, უკვე პარლამენტშია. პარლამენტი მუშაობს მის დასამტკიცებლად”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები