“ვიცი 4 საკმაოდ სპეციფიური შემთხვევა” – ეკა ბესელიას გამოკითხვა დასრულდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გენერალური პროკურატურა უკვე დატოვა.
როგორც მან საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ ერთხელ გაიმეორა და დაადასტურა, რომ ფლობს ინფორმაციას გარკვეულ პირებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის საგანი იყოს.
“ეს პირები არიან პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ამის თქმა გადაწყვიტე პრევენციისთვის რომ პრობლემის მიმართ ყურადღება მივაპყრო. არიან ადამიანები, რომელთა მიმართ არის გამოყენებული მეთოდი უკანონო ჩანაწერის მოპოვება და სავარაუდოდ, ამ ადამიანებს გარკვეული პრობლემა ალბათ ექმნებათ. თუმცა არც ერთი მათგანი ისეთი არ არის, რომელსაც საკუთარი უფლების დაცვა არ შეუძლია. ეს ინფორმაცია რომელიც მე, როგორც პარლამენტის წევრს გამენდო, სისხლის სამართლის კანონმდებლობით ვალდებულება არ მაკისრია გადავცე, იმიტომ რომ იმ ადამიანების თანხმობის გარეშე ამას მე ვერ ვაკეთებ. მაგრამ თუ რომელიმე მათგანი გააკეთებს ამ განცხადება მზად ვარ ეს ინფორმაცია დავადასტურო და დეტალურადაც მივაწოდო. გვარები არ დამისახელებია, ფაქტები დავადასტურე. ვიცი 4 საკმაოდ სპეციფიური შემთხვევა, შეიძლება იყოს მეტი, შეიძლება იყოს უფრო მეტიც”, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები