გიორგი ვოლსკი: პოზიტიური ტენდენციები აისახება არა მარტო ბიუჯეტის ზრდაში, არამედ ასევე სოციალური უზრუნველყოფის ძალიან დიდ პროგრამებში

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართებაში ტენდენციები პოზიტიურია და სოციალური თემა არასოდეს ყოფილა ხელისუფლებისათვის უპირველესი თემა, როგორც ეს დღესაა.
მისი თქმით, ამის მიხვედრას ძალიან დიდი ცოდნა არ უნდა, საბიუჯეტო სტრუქტურის ანალიზიც კი არ არის საჭირო.
„რა საკვირველია, ქვეყანა სანამ რესურსებს მობილიზებას არ გაუკეთებს, სოციალური პროგრამების და სოციალური უზრუნველყოფის შემდეგი ზრდა არის შეუძლებელი – ეს ჩვეულებრივი ამბავია და ის რომ ჩვენ შეგვიძლია ბიუჯეტი გავზარდოთ და სოციალურ პროგრამებში გავუშვათ, არა მარტო თვითონ ბიუჯეტის სიდიდეზე მეტყველებს, არამედ იმაზე მეტყველებს, რომ საერთოდ არასოდეს ყოფილა სოციალური თემა პირველ რიგში, და ეს ტენდენცია ჩვეულებრივია. მეორე მხრივ, განვითარების საკითხებს თუ არ მივხედეთ, ვერც სოციალურს ვერ მივხედავთ. ასე, რომ ტენდენციები პოზიტიურია და იმას არავინ ჩვენთაგანი არ ამბობს და არავინ იდილიაში არ იმყოფება, (რაღაც მეხამუშა ეს სიტყვა თითქოს ჩვენ რაღაც იდილიაში ვართ „გაფხორილები”) არასწორი სიტყვაა, არასწორი დამოკიდებულებაა. არა ვართ ჩვენ იდილიაში, ვიცით ჩვენ უამრავი რაღაცა ხდება ისეთი, რასაც ჰქვია ადამიანების და კონკრეტული ოჯახების გაჭირვება, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები აისახება არა მარტო ბიუჯეტის ზრდაში, არამედ აისახება ასევე სოციალური უზრუნველყოფის მართლაც ძალიან დიდ პროგრამებში, რაც მისასალმებელია და აქ არჩევნები რომც არ იყოს, სხვანაირად არც ერთი წელი არ გაგვიტარებია პრაქტიკულად და კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ სოციალურია სახელმწიფო და პოლიტიკა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვის საკითხზე მსჯელობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები