ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ.
„შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აპლიკანტები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შეძლებენ. პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები