მიხეილ ბატიაშვილი: დაგეგმილია კულტურის ფონდის ფუნქციონირება, რაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მეტ შესაძლებლობას მისცემთ

კულტურისა და სპორტის მიმართულებით მომავალი წლიდან დაგეგმილია კულტურის ფონდის ფუნქციონირება, რაც გულისხმობს იმას, რომ კულტურული პროექტების დაფინანსება იქნება გამჭვირვალე პროცესი და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობები, ექნებათ წვდომა მეტ რესურსთან, რაც მათ საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაეხმარებათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
მინისტრმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას სპორტში მიღწეულ განსაკუთრებულ შედეგებზე და კულტურის მიმართულებით დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე ისაუბრა.
,,სპორტის მიმართულებითაც წლევანდელი წელი განსაკუთრებული წელია. ქართულ სპორტის ისტორიაში ასეთი შედეგები, ასეთი მიღწევები არ გვქონია. ყოველდღიურად განებივრებული ვართ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შედეგებით. ეს ყველაფერი ბიუჯეტშიც გამოიხატა. იზრდება სპორტის დაფინანსება 14 მილიონზე მეტი ლარით. მომავალი წელი არის ოლიმპიური წელი და ჩვენს ოლიმპიელებს დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი უფრო ღირსშესანიშნავი იქნება.
ბიუჯეტი სფეროების მიხედვით უკვე გათვალისწინებულია, მთავარია ამ ყველაფრის ეფექტურად განხორციელება.“ – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები