საბერძნეთში მიგრანტების ბანაკში არეულობაა – გაჩენილ ხანძარს ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების ბანაკში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება მის გაჩენაში თავად მიგრანტებს ადანაშაულებს, რადგან “ისინი ცხოვრების ცუდ პირობებს აპროტესტებენ”.
Ekathimerini-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ქალი და ბავშვი დაიღუპა.
ამასთან, პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რადგან ბანაკში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მეხანძრეები ხანძარს არასათანადოდ ებრძვიან.
კუნძულზე 3 ათას ადამიანზე გათვლილ ბანაკში ამჟამად 12 ათასი მიგრანტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები