როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას ვარკეთილში ავარიული კორპუსიდან ევაკუირებული ოჯახები? – “მუნიციპალური ლაბორატორიის” ხელმძღვანელის განმარტება

ვარკეთილში ავარიული კორპუსიდან ევაკუირებული ოჯახები სახლებში დაბრუნებას მხოლოდ გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებენ. თუმცა, ამ სამუშაოების დასრულების ვადა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც მედიას თბილისის “მუნიციპალური ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა ლაშა სამხარაძემ განუცხადა, პროექტის მომზადების შემდეგ, გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება და მხოლოდ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებენ ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

“უნდა მოხდეს დეტალური კვლევა-ძიება. შემდგომ უახლოეს მომავალში შედგება პროექტი, რასაც გააკეთებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური და მყისიერად დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები. პროექტირებას რამდენიმე კვირა, ხოლო გამაგრებით სამუშაოებს სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება,”– განაცხადა ლაშა სამხარაძემ.

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 322-ე კორპუსის მერვე სადარბაზოდან ნგრევის საფრთხის გამო მოსახლეობის ევაკუაცია ორი დღის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები