რუსეთში მამაკაცი პუტინსა და ფსბ-ზე შეურაცხმყოფელი წარწერის გამო დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში 42 წლის იგორ სოკოლოვი დააკავეს, რომელმაც რუსეთის მუზეუმის ჭიშკარზე ვლადიმირ პუტინის და ფსბ-ს შესახებ შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერა გააკეთა.
მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ვანდალიზმის მუხლით აღიძრა.
მედიის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებმა სოკოლოვის მიერ შეურაცხმყოფელი წარწერა 29 სექტემბერს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დააფიქსირეს.
სამართალდამცველები კი თვითმხილველებმა გამოიძახეს. სოკოლოვი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები