გიორგი გახარია: ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა მოხმარდეს ხალხს

ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა მოხმარდეს ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი და ვალდებულება, რომლითაც მთავრობა ეფექტურად უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს.
„ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით ამ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, ასევე მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი ყველა დაინტერესებული პირი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი არის გამსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხმარდეს ხალხს, ეს არის ის სულისკვეთება, რომელსაც ეყრდნობა ეს ბიუჯეტი და ეს არის ის ჩვენი ვალდებულება, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები