თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ძაბვის ვარდნის გამო შეფერხება იყო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. რამდენიმე მოძრავი შემადგენლობა 14 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მარჯანიშვილი-გოცირიძის მონაკვეთზე, 10:56 საათზე მოხდა, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა. მათივე ინფორმაციით, ხარვეზი 11:10 საათზე აღმოიფხვრა.
ამ ეტაპზე თბილისის მეტრო არსებული გრაფიკით განაგრძობს ფუნქციონირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები