რუსთავის#5 სკოლის პედაგოგი: “სწავლა დაიწყო თუ არა, ეს ბავშვი მითვალთვალებდა, უკან დამყვებოდა”

ტვინის შერყევის დიაგნოზით რუსთავის კლინიკაში მოთავსებული მუსიკის მასწავლებლის ნანა წიქარიშვილის თქმით, მეექვსე კლასის მოსწავლე მას სწავლის დაწყების დღიდან უთვალთვალებდა და უკან დაყვებოდა.

მასწავლებლის თქმით, ამის შესახებ რუსთავი#5 საჯარო სკოლის სხვა პედაგოგებმაც იცოდნენ.

“სწავლა დაიწყო თუ არა, ეს ბავშვი მითვალთვალებდა, უკან დამყვებოდა. ეს იცოდნენ თანამშრობლებმაც, კამერებითაც ფიქსირდება. თუ სახეში შევხედავდი ყოველთვის ენას მიყოფდა. თუ არ შევხედავდი სურათს მიღებდა და სოციალურ ქსელში დებდა. ურეკავდა ნათესავებს, ახლობლებს, შვილებს და მათ აწიოკებდა. მანდატურს დაველაპარაკე ამ საკითხთან დაკავშირებით და მითხრა, რომ დირექტორთან მშობელი დაგვებარებინა. კიბეზე, რომ წამოვედი, მომყვებოდა, 10 წუთით გვიან შედიოდა გაკვეთილზე, რადგან მე დამყვებოდა. თუ ვერ დამინახავდა კითხულობდა “გიჟი ნანა არ გინახიათ?”. კიბეზე რომ ჩავდიოდი უკან ვიგრძენი შეჯახება, მერე უკვე აღარაფერი მახსოვს. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ჩანთით ხელში კაბინეტის კართან მელოდებოდა”,-ამბობს პედაგოგი.

მის ბრალდებებს ბავშვის დედა არ ეთანხმება და მასწავლებელს ძალადობაში თავადა ადანაშაულებს.

მშობლის მტკიცებით, მუსიკის მასწავლებელმა მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიაყენა, მასწავლებლის კიბიდან გადმოვარდნა კი, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

“მოსწავლე ამბობს, რომ მასწავლებელს საერთოდ არ მიჰკარებია. ბავშვი ცუდად გახდა, გამოვიძახეთ სასწრაფო. პოლიციას კი ბავშვის დაკითხვა უნდოდა, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ამის შემდეგ, პირადად მე პოლიცია თავიდან გამოვიძახე და მოვითხოვე ბავშვის დაკითხვა. ბავშვი ამბობს რომ მასა და მასწავლებელს შორის მანძილი ერთ მეტრზე იყო. რამდენ ტყუილს მოიგონებს ეს მასწავლებელი. რამდენჯერმე ვიყავი სკოლაში, ყოფილ დირექტორთან, რომე ენახებინა ჩემთვის მასწავლებელი. თუმცა ის პედაგოგი მემალებოდა. მართალი ადამიანი არასოდეს დაიმალება. ჩემს შვილს, უთხრა “შე უბედურო, შე საცოდავოო”, კამერაში ხმა არ ისმის, თუმცა ტუჩების მოძრაობით ხდება გასაგები. არ უარვყოფ და ვიტყვი მისმა რძალმა, ჩემს შვილს მისცა ტელეფონი და უთხრა ჩემს დედამთილს დაურეკე, რადგან სახლშიც პრობლემურიაო. ამის შემდეგ ბავშვი მართლა ურეკავდა თურმე მასწავლებელს. ამის შემდეგ მივედი სკოლის ყოფილ დირექტორთან და განვუცხადე, რომ არ მინდოდა ჩემს შვილს ამ მასწავლებელთან ჰქონოდა კონტაქტი, რადგან ის მას აბულინგებდა. ამის შემდეგ, გავიგე, რომ განათლების სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა სკოლის დირექტორი. ჩვენი მოთხოვნა კი მუსიკის მასწავლებლის სკოლიდან გაშვება იყო. კადრებში არ ჩანს არც დაგორება, არც ბავშვი, არც მასწავლებლის წაქცევა. ყველაფერი სიცრუეა”,- აცხადებს დედა.

კომენტარს აკეთებს სკოლის ყოფილი დირექტორი არსენ დემეტრაშვილიც და აღნიშნავს, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და მას სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან კონფლიქტი არაერთღხელ ჰქონია.

“მოსწავლე მეორე კლასში იყო, როცა ჩვენთან გადმოვიდა, ამის მიზეზი იყო ის, რომ იმ სკოლაშიც კონფლიქტი ჰქონდა. კონფქლიქტი აქვს კლასელებთან და ამას ისიც ემატება, რომ მშობელი არასწორად აღიქვამს ამ ყველაფერს. ჩვენ ვთხოვდით დახმარებას განათლების სამინისტროს, არაერთი წერილიც არსებობს, თუმცა დახმარება არ იქნა აღმოჩენილი. მასთან კონფლიქტის შედეგად კლასელების საავადმყოფოში გადაყვანაც გამხდარა საჭშირო”, – ამბობს სკოლის ყოფილი დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები