ჯიღაურას ბაზამ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“- ის მონაწილეებს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის წარმომადგენლებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თემატური საჯარო ლექციები გამართეს.
როგორც ,,კვირას”გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, ლექციები გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაის გადამამუშავებელი დანადგარის მუშაობა გააცნეს.
მონაწილეებისთვის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თემის ირგვლივ ვიქტორინა გაიმართა. გამარჯვებულები ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოებით დააჯილდოვეს.
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ იმართება. მისი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია და ამ სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები