რუსეთი ღვინოზე აქციზის გადასახადს ზრდის
2020 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთში ღვინოზე აქციზის გადასახადი იზრდება. შესაბამის ბრძანებულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი. როგორც კანონშია მითითებული, 2020 წლიდან ღვინოზე აქციზის გადასახადი 1ლ-ზე 31 რუბლი, 2021 წლიდან- 32 რუბლი, ხოლო 2023 წლიდან 33 რუბლი იქნება. აქციზის გადასახადი იზრდება ასევე ღვინის ნედლეულსა და (გარდა წარმოებისთვის განკუთვნილი დისტილატისა) ყურძენზე. შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო მიმართულება რუსეთია. ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთში ექსპორტზე 25 582 447 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა.