უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი – მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი
საქართველოში 5 ოქტომბრამდე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.