გადაიდება თუ არა რუსთავის#5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი – განათლების სამინისტროს კომენტარი

რუსთავის #5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

ამის შესახებ “კვირას” განათლების სამინისტროში განუცხადეს.

ამასთან, უწყებაში სკოლაში განვითარებულ მოვლენებზე დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ “ბავშვის არასწრულოწლოვანობიდან გამომდინარე”.

რუსთავის #5 საჯარო სკოლის მოსწავლემ და მისმა დედამ სასწავლო დაწესებულება სხვა მოსწავლეების მშობლების მოთხოვნის საფუძველზე დღეს დატოვეს.

მშობლების პროტესტი კი, რამდენიმე დღის წინ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია,კერძოდ, მუსიკის მასწავლებლის მტკიცებით, გოგონამ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელია კი, მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები