სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის სოფელ ჯუმში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გ.წ.-ს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1 პირი – 1983 წელს დაბადებული გ.წ. პასუხისგებაში 28 სექტემბერს მისცეს.
საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია.
ბრალდებულს ადვოკატი არ ყავდა, ის დანაშაულს აღიარებს.
წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები