ინდოეთში მუსონურ სეზონს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის პროვინციებში სეზონური მუსონების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, გზებზე წყლის დონე მაღალია და მანქანები წყლით არის დაფარული, მოსახლეობა კი ნავის დახმარებით გადაადგილდება.
სტიქიის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი შტატ უტარ-პრადეშსა და ბიჰარში დაიღუპა. ორივე შტატში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია, შეწყვეტილია სწავლა. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მუსონური სეზონი ინდოეთისთვის დამახასიათებელია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადამიანური და ეკონომიკური ზარალი ახლავს თან.